|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის კლინიკაში ანალიზი 11 პაციენტს აუღეს და COVID-19 არც ერთს აღმოაჩნდა

ქუთაისში, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის ანალიზის პასუხები უარყოფოთია. კლინიკაში გუშინ ანალიზი 11 პაციენტს აუღეს და კორონა ვირუსი არცერთს დაუდასტურდა.

კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, პაციენტების უმეტესობას მოგზაურობის ისტორია აქვს, ისინი კლინიკაში მაღალი ტემპერატურით შევიდნენ. მათი ნაწილი კარანტინში გადავა და ნაწილი მკურნალობას კლინიკაში გააგრძელებს.

ექიმის ინფორმაციით, დღეს კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუღიათ და ამ დროისთვის პასუხებს არ ელოდებიან. თემურ ნადირაძის თქმით, ანალიზები ქუთაისში ტარდება, რამაც მოლოდინის დრო შეამცირა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი