საქართველოს უნივერსიტეტის ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო 2025“
საქართველოს უნივერსიტეტეტის ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი „ფოლიო“ მეცხრედ ჩატარდება. კონკურსზე „ფოლიო 2025“ ნაშრომების მიღება დაიწყო. წელს კონკურსის მთავარი თემა საქართველოს უნივერსიტეტის საიმიჯო კამპანიის “როგორი საქართველოს უნივერსიტეტის” გავლენით შეირჩა.
კონკურსის მონაწილეებმა ხუთი საკვანძო სიტყვიდან: დემოკრატიული, ინოვაციური, მრავალფეროვანი, ძლიერი, ევროპული - უნდა შეარჩიონ ერთ-ერთი ან რამდენიმე და აქციონ პრო-ზაული ნაშრომის ინსპირაციად. გამარჯვებული ნაშრომის ავტორებს, წინა წლების მსგავსად ფულადი ჯილდო გადაცემათ:
I ადგილი - 2000 ლარი
II ადგილი - 1500 ლარი
III ადგილი - 1000 ლარი
კონკურსის ისტორია 2016 წლიდან იწყება. ეს არის სივრცე, სადაც ქვეყნის მასშტაბით მე -11 და მე 12 კლასის მოსწავლეები და სტუდენტები, საკუთარ შემოქმედებით უნარებს წარმოაჩენენ და თავიანთ ნაშრომებს მთელს საქართველოს აცნობენ. კონკურსის მიზანია ლიტერატურული პროცესის მხარდაჭერა, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდების წახალისება და წერის კულტურის ამაღლება. ფოლიოს კონცეფციის მიხედვით კონკურსის თემა ყოველ წელს იცვლება და ის აქტუალურ თემებს ეხმიანება, შესაბამისად, კონკურსი ახალგაზრდებში მნიშვნელოვან თემებზე ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
ცხრა წლის განმავლობაში კონკურსს ოცდაათამდე გამარჯვებული და ასობით პრიზიორი ჰყავს, ეს არის სივრცე, რომელიც აერთიანებს ახალბედებს და გამოცდილ, წერის მოყვარულ ახალგაზრდებს. პროზაულ ნამუშევრებს უნივერსიტეტის მოწვეული ჟიური აფასებს და საუკეთესო ნაშრომს არჩევს, მათ შორის, სამი გამარჯვებული ნაშრომის ავტორს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა წელს კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ საზოგადოებისთვის ცნობილი მწერლები და პუბლიცისტები: ლევან ბერძენიშვილი, დავით ტურაშვილი, ზაალ სამადაშვილი, მიხეილ ანთაძე, დავით დეფი გოგიბედაშვილი და სხვ.
ისინი, როგორც ჟიურის ხელმძღვანელები, სათითაოდ ეცნობოდნენ ნაშრომებს, ერთის მხრივ აფასებდნენ ლიტერატურული ნაშრომის ხარისხსს და მეორეს მხრივ საკუთარ გამოცდილებას და უკუკავშირს პირადად უბრუნებდნენ რეკომდაციის სახით, მონაწილეებს, ფოლიოს დაჯილდოების დღეს. ლიტერატურული კონკურსი ფოლიო, საქართველოს უნივერსიტეტის ტრადიციული კონკურსია, სადაც ყოველწლიურად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ასობით მოსწავლე და სტუდენტი ერთვება. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსს ჰყავს ერთგული მონაწილეები, რომლებიც საკუთარ ნაშრომებს მუდმივად აზიარებენ და მათთვის კონკურსში მონაწილეობის ინტერესს კომპეტენტური ჟიურის მიერ გაზიარებული უკუკავშირი წარმოადგენს.
წელსაც, ნაშრომებს უნივერსიტეტის შერჩეული ჟიური შეაფასებს, შერჩევის კრიტერიუმები განსაზღვრულია, წინასწარ გაწერილი წესით. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის არქივში ინახება, წინა წლების გამარჯვებული ნაშრომები, რომელთა გაცნობაც, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე.
მათ, ვისაც უყვარს წერა, სურს საკუთარი ნაშრომი საქართველოს გააცნოს და ამასთან დაიმსახუროს სოლიდური, ფულადი პრიზი, საქართველოს უნივერსიტეტი იწვევს, ფოლიო 2025 - ზე.
ავტორი: ნიუპრესი