|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის კლინიკაში თერჯოლიდან კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა. შუახნის მამაკაცი ე.წ. თერჯოლის კლასტერიდან საავადმყოფოში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს.

პაციენტი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია. ის სოფელ ღვანკითში მცხოვრები ინფიცირებულის ოჯახის წევრია.

მამაკაცი თვითიზოლაციაში იყო. კლინიკაში მასთან ერთად ოჯახის სამი წევრია მოთავსებული. თერჯოლის კლასტერიდან კიდევ ერთ პაციენტს აუღეს ანალიზი.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 24 პაციენტია მოთავსებული.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა