ქუთაისის ლაბორატორიამ 130-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიამ 130-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. ანალიზები იმერეთის, რაჭისა და სამეგრელოს რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებიდან იყო გადაგზავნილი.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის განცხადებით, დადებითი პასუხი აჩვენა ერთი პაციენტის კვლევამ სოფელ ღვანკითიდან, რომელიც მესამე დღეა ჰოსპიტალიზებულია და უკვე არსებულ 12 შემთხვევას შორის არის.
პაციენტს კოვიდ-19 ანტისხეულების ტესტის მიხედვით ჰქონდა დადასტურებული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა