ქუთაისის ლაბორატორიაში 207 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში 207 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ანალიზები იმერეთისა და რაჭის რეგიონებიდან იყო გაგზავნილი, მათ შორის 20 მედპერსონალი.
ანალიზებს შორის ექვსი წყალტუბოში ინფიცირებული დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის კონტაქტებია.
ამ დროისთვის წყალტუბოში თვითიზოლაციაში 20-მდე პირი იმყოფება, კარანტინში კი 12 ადამიანი. მათ შორის შვიდი 62 წლის მამაკაცის თანამშრომელია, ხუთი კი ოჯახის წევრი. ეპიდემიოლოგები კონტაქტების და ინფიცირების პირველწყაროს კვლევას აგრძელებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა


15:46
10:15
11:28
















