ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის 28 დადებითი პასუხი დაფიქსირდა
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 1000-მდე ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და პასუხებს შორის 28 პასუხი დადებითია.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს ინფორმაციით, ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებული კორონავირუსის დაიგნოზის მქონე პაციენტებს უკავშირდება და ძირითადად მათი კონტაქტებია.
მათი ინფორმაციით, ეპიდემიოლოგები კვლავ მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა, რაც შეეხება წყაროს, აცხადებენ, რომ ქუთაისში ახალი კორონავირუსის მასშტაბის გაზრდა ცაგერის კლასტერს უკავშირდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა




















