ზაზა ლომინაძე ქუთაისში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, საქართველოს პარლამენტის წევრი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა. დეპუტატმა იოსელიანების ოჯახს, სადაც 7 მცირეწლოვანი ცხოვრობს, ნიკოლოზობა მიულოცა, საკვები პროდუქტები და ტკბილეული გადასცა.
„კორონავირუსის გამო, პანდემიის პირობებში მძიმე სოციალური ფონია, ამიტომ საჭიროა ყველა მოქალაქეს გვერდით დავუდგეთ, რათა შევუმსუბუქოთ ეს მძიმე პერიოდი. მრავალი წელია იოსელიანების ოჯახს ვსტუმრობ, სადაც 7 მცირეწლოვანი იზრდება. ჩვენი გვერდით დგომა, თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია“,- ამბობს ლომინაძე.
ქუთაისის მაჟორიტარი მსგავს ღონისძიებებს პერმანენტულად მართავს.
ავტორი: ნიუპრესი