|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისათვის ოპერის თეატრის დირექტორი იბრძოლებს

პარტიამ "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი" იმერეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ცენტრალურ ბულვარში წარდგენას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ. ისინი მთავარ პრინციპად საზოგადოებისთვის ღისრეული კანდიდატების წარდგენას ასახელებენ.

საპარლამენტო არჩევნებში პარტიის სახელით ქუთაისში თორნიკე მარჯანიშვილი იბრძოლებს, საჩხერე, ჭიათურისა და ხარაგაულის ოლქში ნინო ბრეგვაძე. ტყიბული, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში დავით შალამბერიძე. რაც შეეხება სამტრედია, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქს, აქ ალექსანდრე ჩიქოვანი დასახელდა.

პარტიის გენერალურმა მდივანმა მარიამ ჯაშმა ასევე ისაუბრა პარლამენტის გადატანაზე და განაცხადა, რომ ქუთაისიდან პარლამენტის გადატანა გონივრული გადაწყვეტილება იყო.

"ჩვენი ვალია, წარვადგინოთ ღირსეული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, რომლებიც იზრუნებენ მოქალაქეების პრობლემებზე. ოთხივე ოლქში ღირსეული კანდიდატები დავასახელეთ. ქუთაისში გვყავს ოპერის თეატრის დირექტორი. რაც შეეხება პარლამენტს, მისი გადატანა თავის დროზე გონივრული გადაწყვეტილება იყო, კარგი იქნება თუ პარლამენტის შენობაში მოსწავლე-ახალგაზრდული ცენტრი განთავსდება", - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა