|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის რეაბილიტავია ჭიანურდება - „ლელო“ კორუფციაზე მიუთითებს

ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლის 1200 მოსწავლე მესამე წელია სასწავლო წელს საკუთარ სკოლაში ვერ იწყებს. შენობის რეაბილიტაცია, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და რომელიც 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, დღესაც მიმდინარეობს. ინფორმაციას პარტია "ლელოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ალეკო მიქაუტაძე  ავრცელებს.

მისი თქმით, რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი და ამ წლების მანძილზე შეიცვალა სამი კომპანია, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდა.

პარტია " ლელოს" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საჯარო სკოლის გაჭიანურებული რეაბილიტაციის პროცესში დანაშაულებრივი გულგრილობისა და კორუფციული გარიგებების ნიშნებზე მიუთითებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი განათლების სამინისტროსაგან რეაგირებას მოითხოვს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა