ქუთაისის მერი "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს სკვერში შენობის აშენების უფლებას აძლევს - გიგა შუშანია
ქუთაისის მერია პრორუსული პარტიის "პატრიოტთა ალიანსის" წევრებს ქალაქის ერთ-ერთ სკვერში მშენებლობის უფლებას აძლევს, — ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია სოციალურ ქსელში წერს და ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტაციასაც აქვეყნებს.
შუშანიას განმარტებით, საკითხი განსახილველად ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე ხვალ გავა.
""ქართული ოცნება" სიტყვით გმობს "პატრიოტთა ალიანსის" მოღალატეობრივ ქმედებებს და ამის პარალელურად ქუთაისის მერი პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელ მდივანს გოჩა თევდორაძეს და ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსს ბესიკ ცქიფურიშვილს ქუთაისში, ბუხაიძის 24-ში არსებულ სკვერში 424 კვ.მ-ზე შენობის აშენების უფლებას (საკითხი ხვალ გავა საკრებულოს სხდომაზე) აძლევს. ქუთაისის მერს არც მოსახლეობის პროტესტი აინტერესებს (კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან მშენებლობას და სკვერის აღდგენას ითხოვენ), ოღონდ დავალება შეასრულოს!", - წერს გიგა შუშანია.
ავტორი: ნიუპრესი