|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტაო-კლარჯეთის ექსპედიციის მონაწილე სტუდენტებს ქუთაისის მერი შეხვდა

ქუთაისის მერი შოთა მურღულია აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა მერიის  თეთრ დარბაზში გაიმართა. შეხვედრა იმ სტუდენტებთან მოეწყო, რომლებმაც მონაწილეობა ტაო-კლარჯეთის სამეცნიერო ექსპედიციაში მიიღეს. რომლის თანადაფინანსება ქუთაისის მერიის ხელშეწყობით მოხერხდა.

დიალექტოლოგიური პრაქტიკის გასვლითი ტური საქართველოს უძველეს მხარეში, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობის 20-მა სტუდენტმა გაიარა. პროფესორ ტარიელ ფუტკარაძისა და ეკა დადიანის ხელმძღვანელობით სტუდენტები 11 დღის განმავლობაში სტუმრობდნენ ადგილობრივ თანამემამულეებს, იწერდნენ დიალექტიკურ ტექსტებს, მეტყველების ნიმუშებს, ეცნობოდნენ წეს-ჩვეულებებს. მათ მოინახულეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ქრისტიანული ძეგლები. ექსპედიცია აგვისტოს თვეში განხორციელდა. იგი მიზნად ისახავდა იმერხევსა და ტაოში მცხოვრებ ქართველებთან კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებასა და ახალი კონტაქტების მოძიებას.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი