|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია 600 ათასი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს

ქუთაისის მერია 600 ათასი ლარის ღირებულების  NAT180015898 ტენდერს აცხადებს. სატენდერო პირობის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვა 2018-2019 წლების განმავლობაში საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას ითვალისწინებს. 

ტენდერების გამოცხადების შეცვლილი წესის თანახმად, ქუთაისის, ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში  განსახორციელებელი სამუშაოების პროექტების  შესყიდვა ერთი კომპანიისგან მოხდება. 

აღნიშნული ტენდერის თანახმად, მომდევნო წელს ქუთაისის, ტყიბულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ნაპირდამცავი ან/და ნაპირსამაგრი ნაგებობების, სახიდე გადასასვლელების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის, ასევე სტიქიური და სხვა ფორსმაჟორული მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას გამარჯვებული კომპანიისგან შეიძენენ.

 სარენდერო წინადადებების მიღება 13 ოქტომბრიდან იწყება და 16 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც მერიაში აცხადებენ, ტენდერი წინა ჯერზე არ შედგა და განმეორებით ცხადდება.

 ქუთაისის მერიამ გასულ თვეში 2019 წლის პროექტების შეძენის მიზნით ასევე  NAT180014355 ტენდერი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება მხილოდ ერთმა კომპანიამ - შპს "გამა კონსალტინგი" შეძლო, თუმცა ფირმამ ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო. რაც შეეხება მცირე კომპანიებს, სატენდერო მოთხოვნები ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობას დასაწყისშივე უკარგავს. 

 როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავდნენ,  გამარჯვებული კომპანია, რომელიც გამოვლინდება, მომსახურებას ერთი წლის განმავლობაში გაწევს, ცალ-ცალკე კი საპროექტო შესყიდვები აღარ განხორციელდება.  2019 წლიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტი, გარდა თბილისისა და ბათუმისა,  პროექტების შეძენას ერთი კომპანიისაგან მოახდენს. 

ავტორი: ნიუპრესი