|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიგა შუშანია - ქუთაისის მერია არარსებული ტრანსპორტის მომსახურეობასა და დაუსრულებელი შენობის ადმინისტრაციის შენახვაში ბიუჯეტიდან 200 000 ლარს ხარჯავს

ქუთაისის მერია არარსებული ტრანსპორტის მომსახურეობასა და დაუსრულებელი შენობის ადმინისტრაციის შენახვაში ბიუჯეტიდან 200 000 ლარს ხარჯავს - ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია ავრცელებს.

შუშანია "ქართულ ოცნებას" ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და აქტივისტების დასაქმებაში ადანაშაულებს. მისი განცხადებით, შპს "ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიისთვის", რომელსაც ჯერ ქალაქში ავტობუსები არ შემოყვანია. 200000 ლარია გამოყოფილი, შენობისა და ავტოსადგომის მოწყობა კი მერიას 2 მილიონ 700 000 ლარი უჯდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატის  თქმით, "ქართული ოცნება" ქუთაისელების პრობლემების მოგვარების ნაცვლად პარტიის აქტივისტების დასაქმებით არის დაკავებული.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა