|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ასსაფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისათვის 736 306 ლარს გადაიხდის

 ქუთაისის მერიის მიერ ასსაფეხურიანი კიბის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერზე   NAT200006780 წინადადებების მიღების ვადა 27 აპრილს იწურება.

736 306 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი მერიამ 4 აპრილს გამოაცხადა. 

სამუშაოები პროექტის  მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომლის შესყიდვისათვის 30 ათი ათასი ლარი დაიხარჯა. 

პროექტის მიხედვით,  100 საფეხურიან კიბესთან შადრევანი და ველოსადგომები მოეწყობა, ხოლო კიბის ტერიტორიაზე უსადენო ინტერნეტი და მობილურის დასამუხტი ბატარეები განთავსდება. 

სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან ოთხი თვით განისაზღვრა. ტენდერის პირობების თანახმად, მცენარეები მეოთხე თვეს  უნდა დაირგოს.

მოთხოვნებში ჩაიწერა covid 19-ის საპრევენციო რეკომენდაციების დაცვა.

ამ დრომდე ტენდერში კომპანიების მონაწილეობის შესახებ მონაცემები არ ჩანს. თუ რომელი კომპანია დააფიქსირებს სამუშაოების შესრულების სურვილს, ხვალ გაირკვევა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა