|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპებში დასაქმებულებს გაურკვეველ ფონდში ხელფასის 1 პროცენტის გადარიცხვას სთავაზობენ

ქუთაისის მერიის ააიპებისა და ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს საქველმოქმედო ფონდში ხელფასის ერთი პროცენტის გადარიცხვის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას სთავაზობენ. თანამშრომლების ნაწილმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, ნაწილს ამ თემაზე საუბარი არ  სურს. 

 როგორც "ნიუპრესს" მერიის სტრუქტურაში დასაქმებულმა ერთ-ერთმა პირმა განუცხადა, მათ უთხრეს, რომ თანხის მობილიზება საქველმოქმედო ე.წ "უმწეოთა ფონდში" მოხდება. ფონდში მობილიზებული თანხით საჭიროების მქონე პირებს დაეხმარებიან. არსებული ინფორმაციით,  საქველმოქმედო  ფონდს  ქალაქის მერი ქმნის.

 ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ ფონდი საქველმოქმედოა და მასში თანხის გადახდა ნებაყოფილობითია. ფონდთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია მერიიდან ამ ეტაპზე  ვერ მოგვაწოდეს.  

ფონდის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ოპოზიციას. 

შეგახსენებთ, ქუთაისის მერის განკარგულებაშია სარეზერვო ფონდი, რომელიც წელს  500 ათასი ლარით განისაზღვრა. ამ თანხით მერს შეუძლია დახმარება აღმოუჩინოს უმწეო და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს. 

 

P.S. ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდა მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, რომელმაც მოგვაწოდა საქველმოქმედო ორგანიზაციის წესდების დოკუმენტი და განმარტა, რომ ფონდთან ქუთაისის მერიას შეხება არ აქვს. დოკუმენტში მითითებულია, რომ საჯარო რეესტრში განცხადება საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ შეტანილია თამთა ბაკურაძის მიერ.  "საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი" არის დაფუძნებულია კერძო პირების მიერ.  თუმცა,  აღსანიშნავია რომ თამთა ბაკურაძე არის მერიის ააიპი"მადლიერების სახლის"დირექტორი და "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრი.

 

 

"ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში 22 გადარიცხვაა გაკეთებული"

ავტორი: ირინა მაკარიძე