|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს

"მერია კანონით დადგენილი წესით იმოქმედებს"- განუცხადეს "ნიუპრესს" ქუთაისის მერიაში თეთრი ხიდზე სტიკერების გაკვრის გამო ორგანიზაციის თავმჯდომარის დაჯარიმების მოთხოვნის გადახედვასთან დაკავშირებით. 

როგორც ამ პასუხიდან ირკვევა, ქუთაისის მერი მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარის 500 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილების გადახედვას ითვალისწინებდა. 

როგორც ცნობილია,  არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" თეთრ ხიდზე მინის საფარის დაზიანების შემდეგ გამაფრთილებელი სტიკერები გააკრა. ამის გამო კი მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ორგანიზაციის თავმჯდომარეს 500 ლარის ჯარიმა გამოუწერა. საქმე განსახილველად სასამართლოს გადაეცა. ქუთაისის სასამართლოში პროცესი 19 თებერვალს ჩაინიშნა. 

  შეგახსენებთ, მერის მრჩეველთა საბჭო სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და რეკომენდაციის გათვლისწინება სავალდებულო არ არის. საბჭოს შემადგენლობაში საზოგადოების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული, მას "საიას" წარმომადგენელი ნოდარ ჯიქია ხელმძღვანელობს, საბჭოს მდივანი კი ნუგზარ კოხრეიძეა. როგორც კოხრეიძე აცხადებდა,  გამაფრთილებელი სტიკერების გაკვრაში პრობლემას ვერ ხედავს, მსგავსი სტიკერები მერიას თავად უნდა გაეკრა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა