ქუთაისში საახალწლო ნობათი 2370 სოციალურად დაუცველ მოქალაქეს გადაეცემა
ქუთაისის მერიამ ტრადიციული საახალწლო ნობათების დარიგება დაიწყო. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალი წლის დამდეგს სასურსათო ამანათს მიიღებს 2370 სოციალურად დაუცველი მოქალაქე, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000-ზე ქვემოთაა.
საჩუქარს მიიღებენ ის ოჯახებიც, რომელთა ქულები 65000-დან 100000-მდეა და ჰყავთ 16 წლამდე შვილები.
ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საახალწლო ნობათი რამდენიმე ოჯახში თვითონ მიიტანა და მათ დამდეგი დღესასწაულები მიულოცა. მისი თქმით, საახალწლო ნობათს სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებიც მიიღებენ.
მოქალაქეებისათვის განკუთვნილი პროდუქცია სპორტის სასახლეშია განთავსებული. საახალწლო ნობათის დარიგება რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ავტორი: ნიუპრესი