|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია საჯარო ბიბლიოთეკისთვის ახალ შენობას ეძებს

ქუთაისის მერია საჯარო ბიბლიოთეკისთვის ახალ შენობას ეძებს. როგორც ქუთაისის მერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბიბლიოთეკის შენობა ავარიულია და ექსპერტიზის დასკვნაც ამაზე მიუთითებს. შოთა მურღულიას განცხადებით, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით ირკვევა, რომ ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია არაეფექტური იქნება.

"ჩვენ მივმართეთ, ექსპერტიზის ბიუროს,  შეესწავლა შენობის მდგომარეობა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ შენობა არამდგრადია და რეაბილიტაცია არაეფექტური იქნება. ამიტომ შევაჩერე რეაბილიტაცია, რომ არ მომხდარიყო თანხის არამიზნობრივი ხარჯვა"-განაცხადა შოთა მურღულიამ. მისივე განცხადებით, მიმდინარეობს ბიბლიოთეკისთვის ახალი შენობის შერჩევა, რომელიც წიგნსაცავისთვის საკმარისი და შესაფერისი იქნება.

"რამდენიმე შენობა ვნახეთ, მათ შორის საგზაო დეპარტამენტის შენობა, მაგრამ ჯერ ვერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება. გვინდა, რომ ცენტრში დარჩეს ბიბლიოთეკა და არა მოშორებით. რაც შეეხება სასტუმროს, ჯერ არ გვაქვს მსგავსი ინფორმაცია, მაგრამ სასტუმროც რომ იყოს ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან სასტუმრო ცუდი სიტყვა არ არის"-განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკის გადატანის შემთხვევაში, ადგილზე არსებული სივრცის შესაფერი შენობა აშენდება და შესაძლოა, ძელი შენობის იერ-სახეც შეინარჩუნონ,  თუმცა განმარტავს, რომ ამ დრომდე ბიბლიოთეკა ძველ შენობაში მუშაობს და ჯერჯერობით არაფერი ახალი არის მის გადატანასთან დაკავშირებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა