|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ყვავილებისათვის 60 ათას ლარს იხდის

ქუთაისი  ქალაქის დღესასწაულის აღსანიშნად ემზადება.  ქუთაისის ცენტრსა და გარეუბნებში 120 ათასი ძირი ყვავილის დარგვა გათვალისწინებული. ქალაქის ბულვარში ყვავილები უკვე დაირგო.  ქალაქის ყვავილებით მორთვისათვის მერიას სულ 60 000 ლარი აქვს გამოყოფილი.

სამუშაოებს წინა წლების მსგავსად, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქალაქ სერვისი“  ასრულებს.  აღნიშნული კომპანია ქალაქში მწვანე საფარის მოვლას უზრუნველყოფს, რისთვისაც  სამუშაოებს მთელი წლის განმავლობაში ახორციელებს.  2016 წელს იგივე სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯერიდან 42 ათასი ლარი გაიხარჯა და 94 ათასი ძირი ყვავილი დაირგო, 2015-ში კი 36 ათასი ლარი.

ქუთაისში ქალაქის დღესასწაულს ტრადიციულად ორ მაისს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ღონისძიებები 2-3 მაისს გაგრძელდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 38 950 ლარია გამოყოფილი. 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა