|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 118 211 ლარად ღირებული ავტომობილი შეიძინა

ახალი ავტომობილის შესაძენად  ქუთაისის მერიამ  NAT230000310 ტენდერი 10 იანვარს გამოაცხადა და ბიუჯეტიდან 118 211 ლარი გამოყო.

მოთხოვნებში მანქანის მარკა და მოდელი დაკონკრეტებული არ ყოფილა, თუმცა ეწერა, რომ ავტომობილი ახალი გამოშვებული, არაუგვიანეს 2022 წლის უნდა ყოფილიყო, აუცილებლად ნაცრისფერი, ან ლურჯი.

ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ - შპს "ავტოცენტრი თბილისი"  მიიღო და ხელშეკრულებაც ზუსტად  შეთავაზებული თანხის ფარგლებში გაფორმდა.

„შკოდას“ მარკის ლურჯი ფერის  ჯიპი უკვე დგას ქალაქის მერისათვის გამოყოფილ ადგილზე.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა