|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ 6 თვეში საჩუქრების და სასმელებისთვის 56 ათასი ლარის ხელშეკრულება გააფორმა

ქუთაისის მერიამ მიმდინარე წელს 6 თვეში, სამკაულების, საათების მონათესავე ნივთებისა და სასმელების კლასიფიკაციით ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 20 ხელშეკრულება გააფორმა.  ხელშეკრულებების საერთო ღირებულება 56 090 ლარია.

აღნიშნულ ნივთებს მერია წლის განმავლობაში საჩუქრების სახით გასცემს, მონაცემებში შედის სასმელები, რომლებსაც მერია საჩუქრების სახით გასცემს, ასევე იყენებს ღონისძიებებისთვის. საჩუქრების სახით გაიცემა წიგნები, სასმელები, საოჯახო ნივთები.   

„ნიუპრესის“ მოძიებული ინფორმაციით,  მერიამ ორჯერ გააფორმა ხელშეკრულება შპს „მორიკასთან“, ორი ხელშეკრულება გაფორმდა შპს „დავითი 2010“-თან  და შპს „ეკოსთან“. მათ მერიას შეკვეთილი მომსახურება 31 დეკემბრიოს ჩათვლით უნდა გაუწიონ. 

მერიის  გაფორმებული ხელშეკრულებები ამგვარია:

შპს „მორიკასთან“ 1 000 ლარიანი და 5 000 ლარი ხელშეკრულება გაფორმადა.

შპს „დავითი 2010“ -ს მერიამ  180 და 4 000 ლარიანი ხელშეკრულებები გაუფორმა.

შპს „ინნოვა პრინტი“ 7 980 ლარი, შპს „ალკორითიელ გრუპი“  5 000 ლარი.

შპს „ეკო“-სთან  5 000 და 3 000 ლარიანი ხელშეკრულებებია გაფორმებული.

შპს „დაჩი+“  4 000 ლარიანი ხელშეკრულებით არის წარმოდგენილი.

ლევან ლექვინაძე 4 000 ლარი,  შპს „ბიბლუსი“ 500, შპს „ტირაჟი“ 2 270  ლარი.

შპს „ფერსათის“ მომსახურეობა მერიას 3 185 ლარი დაუჯდება.

შპს „სოციალური საწარმო ფარშევანგი“ 650 ლარი,                                        

შპს „ტენდერი 123 “-თან  1 160 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

მამუკა ფოფხაძე 3 500 ლარი, შპს „აზიტა“  870 ლარი.

შპს „ალიანსი საქართველო“ 2 295 ლარი, ნინო ქარსელაძე 500 ლარი, შპს „ბი ენდ ბი“ 2 000 ლარი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა