|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ პანდემიის პერიოდში 84,266 ლარი სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში დახარჯა

ქუთაისის მერიამ პანდემიის პერიოდში 84,266 ლარი ძირითადად სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში დახარჯა. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. 

ამავე ინფორმაციით, შეზღუდვების პერიოდში 4 ქალაქის მერიამ წარმომადგენლობით ხარჯებში 245 ათასი ლარი დახარჯა. 

"მიუხედავად შეზღუდვებისა, თბილისმა 143,000 ლარი დახარჯა წარმომადგენლობით ხარჯებში, მათ შორის წვეულებებში - 13,518 ლარი, ხოლო სტუმრების მიღებასა და გამასპინძლებაში -.12,809 ლარი.
 
ქუთაისის მერიამ 84,266 ლარი ძირითადად სტუმრების მიღებასა და საჩუქრებში დახარჯა.
 
ფოთისა და ბათუმის მერიებმა შედარებით მეტად გაითვალისწინეს შეზღუდვების ფონზე ქვეყნის მდგომარეობა და შესაბამისად, 6,254 ლარი და 10,284 ლარი დახარჯეს"-წერია ფლნგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
May be an image of 3 ადამიანი და ტექსტი
 

ავტორი: ნიუპრესი