|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ "შენგელია არენაზე" საზოგადოებას სპორტის კონცეფცია წარუდგინა

ქუთაისის მერიამ ქალაქის სპორტულ საზოგადოებას თვითმმართველობის მიერ შემუშავებული სპორტის კონცეფცია წარუდგინა. ღონისძიება "შენგელია არენაზე" გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი.

ქუთაისის მერიამ, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად, დაასრულა მუშაობა „2024-2030 წლებისთვის სპორტის პოლიტიკის დოკუმენტსა და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაზე”.

პროექტი განხორციელდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელშეწყობით. კომიტეტის ინიციატივით , სპორტის კონცეფციის წარდგენა ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში მოეწყო, დღეს კი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები ქუთაისში შეიკრიბნენ და ერთად იმსჯელეს დოკუმენტის შესახებ.

ავტორი: ნიუპრესი