|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ "ტორპედო" ახალ მფლობელს ოფიციალურად გადაუფორმა

ქუთაისის საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“ და მისი ახალი მფლობელები უკვე სამუშაო რეჟიმში არიან. ფაქტობრივად დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმებაც, - ინფორმაციას ქუთაისის მერიას ავრცელებს. 
ამავე ინფორმაციით, აუქციონის პირობების თანახმად, კომპანია ,,ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი“ დაფარავს კლუბის დავალიანებას, მათ შორის კლუბის ფეხბურთელების  3 თვის სახელფასო დავალიანებას.
 
კომპანიის წარმომამდგენლების განცხადებით, კლუბში ყველა სახის პრობლემა მოგვარდება და ფეხბურთელების მთავარი საზრუნავი ,,ტორპედოს“ სამომავლო მიღწევები იქნება. გუნდის მფლობელები ბავშვთა ფეხბურთის განვითარებასაც ხელს შეუწყობენ. შეიცვლება კლუბის მართვის სისტემა - გუნდთან დაკავშირებულ ყველა საკითხს სამეთვალყურეო საბჭო განიხილავს და გადაწყვეტს.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.19%
გაუარესდა - 52.99%
არ შეცვლილა - 12.82%
სულ - 117 ხმა