|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტორპედოს" სპონსორობაზე ქუთაისის მერიამ მემორანდუმი გააფორმა"

ქუთაისის "ტორპედო" კვლავ ქუთაისის მერიის საკუთრებაში რჩება, თუმცა ქალაქის მერიამ სპონსორობის თაობაზე მემორანდუმი გააფორმა- ამის შესახებ ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ "ნიუპრესს" განუცხადა. 

ქალაქის მერის განცხადებით, სპონსორობის თაობაზე მემორამდუმი გაფორმდა ინვესტორთა ჯგუფთან, რომელიც დაინტერესებულია კლუბის შეძენით.

"ამ პროცედურებს  დრო ჭირდება, რისი  ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს, ამიტომ ჩვენ მემორამდუმი გავაფორმეთ, რის საფუძველზე პრეზიდენტად დავნიშნეთ მათი წარმომადგენელი- თუმცა გუნდი კვლავ ქუთაისის მერიის საკუთრებაში რჩება", - განაცხადა შოთა მურღულიამ. მისი თქმით, მემორანდუმი ძალაში  1 იანვრამდე დარჩება. ამ დროის განმავლობაში იმ თანხას, რაც კლუბს დააკლდება, სპონსორი დაფარავს. ამასთან ამ პერიოდში გადაწყდება საფეხბურთო კლუბის მფლობელობის საკითხი. 

ქალაქის მერის განმარტებით, "ტორპედოს" შეძენით ორი ფინანსური ჯგუფია დაინტერესებული. ერთი, როგორც ცნობილია, ესაა ბიზნესმენ თემურ უგულავას მეგობართა ჯგუფი, რომელთანაც სპონსორობაზე მოხდა შეთანხმება,   მეორე კი ირანელ ბიზნესმენთა ჯგუფია, რომელიც "ნიუპრესის ინფორმაციით,  "ტორპედოს" საკითხთან დაკავშირებით საქართველოში იმყოფება და მოლაპარაკებებს ეკონომიკის სამინისტროსთან აწარმოებს. 

შეგახსენებთ, "ტორპედოს" შემადგენლობაში ახალ პარტნიორთან შეთანხმებით საკადრო ცვლილებები ივნისის დასაწყისში განხორციელდა. რა დროსაც პრეზიდენტად თემურ უგულავას წარმომადგენელი ზაზა ჩაჩავა დაინიშნა.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა