ქუთაისის მერიას ერთ პირთან მოლაპარაკებით 1 000 140 ლარი აქვს გაცემული - თემურ ცამციშვილი
2022 წელს ქუთაისის მერიას ერთ პირთან მოლაპარაკებით ელექტრონული ტენდერის გარეშე გაცემული აქვს 1 000 140 ლარი, - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი აცხადებს.
მისი თქმით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი რესტორნებსა და გასართობ ღონისძიებებში დაიხარჯა.
"ადგილობრივ თვითმმართველობაში წლის მანძილზე 224 ხელშეკრულება დაიდო, აქედან 100 000 ლარზე მეტი დაიხარჯა რესტორნების და ჯვების მომსახურეობისთვის, 163 000 ლარი გასართობი ღონისძიებებისთვის და 35 000 ლარი საჩუქრებისთვის. მსგავსი ტენდენციაა იმერეთის ყველა რეგიონშია", - აცხადებსნთემურ ცამციშვილი.
ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ სახეზეა კორუფციული გარიგებების სქემა.
ავტორი: ნიუპრესი