|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია" - მერია

ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას პასუხობს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. თავის მხრივ კი, მერიაში აცხადებენ, რომ სიცრუეა, რომ ქუთაისის მერიამ მას საერთოდ არ უპასუხა. 

მერიის განცხადებით, გიგა შუშანიამ მერიას წერილით 10 თებერვალს წერილით მიმართა და შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში მოითხოვა. 

 როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია.

"ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი(საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით", - აცხადებს ირაკლი გიორგაძე.

თავის მხრივ,  გიგა შუშანია აცხადებს, რომ მერიის მიერ გამოგზავნილი წერილი მის ფოსტაზე დღეს 14 საათსა და 40 წუთზე შემოვიდა.

ავტორი: ნიუპრესი