|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიას ISO სერთიფიკატი მიენიჭა

ქუთაისის მერიას ISO 9001:2015 სერთიფიკატი მენეჯმენტის ხარისხის მიმართულებით მიენიჭა, - ამის შესახებ  ქუთაისის მერმა ადგილობრივ მთავრობასთან ერთად დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.  თვითმმართველობებს შორის  ქუთაისის მერია პირველია, რომელსაც ეს სერთიფიკატი გადაეცა. ქალაქის მერის განმარტებით, ეს  გულისხმობს, რომ ქუთაისის  მერიაში მენეჯმენტი (მართვა) საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ხორციელდება.

"ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო დონეზე აღიარებულია ქუთაისი და ამ მხრივ, ჩვენი ქალაქი არის  მარტო საქართველოში, არამედ  რეგიონში პირველია.  ამავე დროს ესაა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მნიშვნელოვანია ამ სერთიფიკატის შენარჩუნება, რადგან ყოველწლიურად ხდება მისი  გადახედვა, ამიტომ ჩვენ რეფორმების მეორე ტალღას ვაანონსებთ",-განაცხადა შოთა მურღულიამ.

 ISO 9001:2015 მართვის ხარისხის სერთიფიკატი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს შოთა მურღულიას საქართველოში SAI GLOBAL-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გურამ ფერიშვილი გადასცა.

გურამ ფერიშვილის განმარტებით, "სერთიფიკატის ფლობა უზრუნველყოფს ორგანიზაციის საქმიანობას შესაბამის საერთაშორისო ნორმებთან მენეჯმენტის (მართვის) კუთხით, რომელიც მოიცავს არსებული სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციას და მართვას; ცალკეული პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს, რესურსების მენეჯმენტს, დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას.

ქუთაისის მერიის მიერ სერთიფიკატის მიღება მოწმობს, რომ დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტში მართვის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, პროცესები მიმდინარეობს გამჭირვალედ და დაფუძვნებულია სამი ე-ს პრინციპზე : 1. ეფექტურობაზე 2. ეფექტიანობაზე 3. ეკონომიურობაზე".

მასერტიფიცირებელი ორგანო არის SAI GLOBAL-ი, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის ბიუროს წევრია და მასერტიფიცირებელი ორგანოა მსოფლიოს 63 ქვეყანაში.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა დაინიშნოს თუ არა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები?

კი - 72.73%
არა - 27.27%
არ ვიცი - 0%
სულ - 11 ხმა