ქუთაისის მერიაში ახალი ა(ა)იპი - "ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ შეიქმნა
ქუთაისის მერიაში ა(ა)იპ „ ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ შეიქმნა.
ახალი სამსახურის უფროსად ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს დემურ ინანეიშვილი წარუდგინა.
დემურ ინანეიშვილი ამ დრომდე მერიის ა(ა)იპ „სპეციალური სერვისების“ დირექტორის მოადგილე იყო.
„ქუთაისის მუნიციპალური ინსპექცია“ მერიაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ახალ ა(ა)იპს ზედამხედველობის სამსახურის ფუნქციების გარდა, მუნიციპალური ქონების დაცვა, სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დარღვევასა და ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის დარღვევაზე პასუხისმგებლობის დაკისრება დაევალება.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა