ქუთაისის მერიაში დასაქმებულ 4500-ზე მეტ ადამიანს კიდევ 22 დაემატება - გიგა შუშანია
ქუთაისის მერია საშტატო ნუსხას 22 ადამიანით ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გიგა შუშანიამ გაავრცელა.
მისი თქმით, საკითხს ქალაქის მერია საკრებუილოს სხდომაზე მომდევნო კვირაში გამოიტანს.
„როდესაც ქვეყანა იქცევა და კატასტროფის წინაშე არის, ქუთაისი მერმა გადაწყვიტა საკუთარი პარტაქტივი დაასაქმოს და 22 ადამიანით ზრდის ქუთაისი მერიის შტატებს, მათ შორის 11 ადამიანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული, 11 კაცს კი აპარატში ათავსებენ. ქუთაისი მერიაში დღეს მუშაობს 4500-ზე მეტი ადამიანი და 45 000 000 ლარზე მეტი იხარჯება ყოველი წლის განმავლობაში მათ ხელფასებზე. პლუს ამას, ამ 22 კაცში ქმნიან რაღაც ექვს კაციან ქოლცენტს, მომსახურების გაუმჯობესებისთვის, მაშინ როდესაც ცხელი ხაზი ისედაც მუშაობს ქუთაისის მერიაში და ამ 4500 ადამიანიდან სრულიად საკმარისი იყო რაიმე დამატებითი ფუნქციის შესრულება, რადგანაც ყავის სმის მეტს და კვერცხებით და საღებავებით სირბილის მეტს, მათი დიდი ნაწილი არაფერს არ აკეთებს. ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, გაუმაძღრობისა და უპასუხისმგებლობის მაგალითი საკუთარი ქალაქის მიმართ. როდესაც ქალაქი ღარიბდება, ქვეყანა ასეთ კატასტროფულ სიტუაციაშია, იცლება, შენ კიდევ საკუთარი აქტივისტებისთვის შტატებს ზრდიდე და ამატებდე, ეს არის ქუთაისი მერის მიერ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ქალაქის მიმართა", - განაცხადა შუშანიამ.
ავტორი: ნიუპრესი