ევროტურნირებში წარმატებულ სპორტსმენებს ქუთაისის მერიაში შესხვედრა მოუწყვეს
ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომლებმაც ბოლო პერიოდში, საერთაშორისო ასპარეზობებზე არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს, ქუთაისის მერიაში შეხვედრა მოუწყვეს.
ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები მიულოცეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა და ა(ა)იპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა კობა ფხაკაძემ.
ტყვიის მსროლელებმა იოანე ხვარეშიამ, რევაზ ლილუაშვილმა, ლუკა კობახიძემ და გიორგი მუმლაძემ; მოფარიკავე გივი ყურაშვილმა, ძიუდოისტებმა ლუკა თევდორაძემ და საბა ქარდავამ, მოჭიდავეებმა ზურაბ მელაძემ და ჯემსი გოგსაძემ, უშუისტებმა სერგო ალფაიძემ და გაბრიელ ქსევანიშვილმა საერთაშორისო ტურნირებში სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. წარმატებული ახალგაზრდები ა(ა)იპ „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი სპორტსკოლების წარმომადგენლები არიან.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სპორეტსმენებს ევროტურნირებში მიღწეული წარმატება მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
ავტორი: