ქუთაისის მერიაში მილიონობით ლარის ფლანგვის გამო გიგა შუშანიამ პროკურატურას მიმართა
"ნაციონალური მოძრაობა" პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს. ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცინერი დეპუტატი გიგა შუშანია აუდიტის დასკვნას ეხმიანება და ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების ფლანგვაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, აუდიტის დასკვნის თანამხმად, 2019-2020 წლებში მერიის მაღალჩინოსმებმა დანამატებთან ერთად სოციალური დახმარებაც მიიღეს, ასევე მილიონობით ლარია გაფლანგული. შუშანიას გამოძიების დაიწყებას მოითხოვს და აცხადებს, რომ კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობოს საკითხი უნდა დადგეს.
"მაშინ, როდესაც "ქართული ოცნება" პრეზიდენტ სააკაშვილს ასამართლებს შვიდი პიჯაკის შეძენისთვის, გვირგვინებისა და იუშენკოს მასპინძლობისთვის, ამ დროს ქუთაისის მერია 2019-2020 წლებში მილიონობით ლარის ფლანგვით იყო დაკავებული.
საკუთარ თავებს სოციალური დაუცველების სტატუსით 382 000 ლარს უწერდნენ. 22 მილიონიანი ახალი ავტობუსები შეძენიდან ცხრა თვეში 594-ჯერ გაფუჭდა, ასევე წერია, რომ მილიონობით ლარია გაფლანგული. არ არსებიბს დანაშაული, რომელოც აუდიტის ამ დასკვნაში არ ეწეროს, ამიტომ მივმართეთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დადგეს, კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი