ქუთაისის მერიაში ჟურნალისტებისთვის საშვთა სისტემის ამოქმედებას დაპირისპირება მოყვა
ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში ჟურნალისტებისთვის საშვთა სისტემის ამოქმედებას, უკმაყოფილება მოყვა. მიზეზი, გადაწყვეტილების მოულოდნელად მიღება გახდა.
ფაქტის შესახებ ჟურნალისტებმა საკრებულოს სხდომაზე მისვლის წინ გაიგეს, როდესაც პრესსამსახურმა საშვის ამოწერისკენ მოუწოდებდა.
ფაქტს ადგილზე დაპირისპირება მოყვა. ჟურნალისტების თქმით, მათ საშვების შესახებ ინფორმაცია წინასწარ უნდა სცოდნოდათ.
სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა "ნაციონალურმა მოძრაობამ". ოპოზიციონერი დეპუტატები გადაწვეტილებას, მათ მიერ სხდომაზე აუდიტის დასკვნის შესახებ მსჯელობას უკავშირებენ და ამბობენ, რომ სწორედ, ამის გამო დააწესა მერიამ შეზღუდვა.
ფაქტს კამათის შემდეგ, საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და პრესსამსახურს მოუწოდა, ჟურნალისტები სხდომათა დარბაზში შეეშვა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი