დაკავებულების გასათავისუფლებად აქტივისტები სამართალდამცველებს ერთსაათიან ვადას აძლევენ
ქუთაისის მერიასთან დაკავებულების გასათავისუფლებად სამართალდამცველებს ერთსაათიან ვადას აძლევენ. აღნიშნულის შესახებ აქტივისტებმა მერიის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათი თქმით, თუ შვიდივე დაკავებულს ცხრა საათამდე არ გაათავისუფლებენ, ისინი დაუმორჩილებლობას გამოაცხადებენ. დაარღვევენ კომენდანტის საათს და ფეხით წავლენ სამმართველოსთან.
მათი თქმით, დაკავება უკანონოდ მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ექვსი პირი, გამოძიება 173-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა