|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასთან ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად ვაჭრობა მოაწყვეს [VIDEO]

ქუთაისის მერიასთან ნიკეას ბაზრის მოვაჭრეებმა პროდუქტი მიიტანეს და ვაჭრობა დაიწყეს. მათი თქმით, ბაზრის ადმინისტრაციამ გადასახადი ათი ლარით გაზარდა და იძულებილი გახდნენ, პროტესტი ამ ფორმით გამოხატონ.

მოვაჭრეების თქმით, გაზრდილ გადასახადს ვერ გადაიხდიან და მერიას ადმინისტრაციასთან შუამდგომლობას თხოვენ.

მათი მოთხოვნა არსებული გადასახადის შენარჩუნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გააგრძელებას აანონსებენ.

პროტესტის მონაწილეებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი შეხვდა. მან მოვაჭრეებ უთხრა, რომ ბაზარი კერძო საკუთრებაა და მერია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუმცა პრობლემასთან დაკავშირებით დაელაპარაკება ადმინისტრაციას.

მოვაჭრეები გადაწყვეტილებას ხვალამდე ელოდებიან, უარის შემთხვევაში, პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავენ. 

ცნობისთვის, ნიკეას ბაზრის ადმინისტრაციამ მოვაჭრეებს გადასახადი დღეიდან გაუძვირა, რის გამოც მოვაჭრეებმა მუშაობაზე უარი თქვეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი