ქუთაისის მერიის ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელს კორონავირუსი დაუდასტურდა
კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისის მერიის კიდევ ერთ თანამშრომელს. მერიის ააიპ სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი გიორგობიანი კორონავირუსის სიმპტომებით, ინფექციურ საავადმყოფოში შევიდა, მას ანალიზი აუღეს და პასუხი დადებითია.
რა გახდა დაინფიცირების წყარო უცნობია, ასევე ზუსტდება კონტაქტები. მერიაში აცხადებენ, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ბოლო დღეებში მერიაში არ დადიოდა და რამე რისკები არ არსებობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა