|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა თანხას ხარჯავს ქუთაისის მერია ააიპების და შპს–ების პიარში?

ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში 16 ააიპი და  შპს არის. მათ ნაწილს მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ემსახურება. ამავდროულად, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება ფუნქციონირებს უშუალოდ მერიაში, რომლის დაქვემდებარებაშიც ოთხი თანამშრომელია.

"ნიუპრესი" დაინტერესდა, აღნიშნული მიმართულებით რამდენ ააიპს და შპს–ს ყავს თანამშრომელი და რა უჯდება ბიუჯეტს მათი შენახვა.

მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი 9 დაწესებულებას ყავს, ჯამში, 12 თანამშრომელი.

1000 ლარიანი სახელფასო ანაზღაურება აქვს მერიის ააიპ "სპეციალური სერვისების" განყოფილების უფროსს, მთავარ სპეციალისტის ანაზღაურება 800 ლარს შეადგენს. 

1000 ლარი აქვს ხელფასი ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" მედიასთან ურთიერთობის სპეციალისტს, საიტის ჟურნალისტს კი 300 ლარი. 

500 ლარის იღებს  ახლადშექმნილი ააიპ "ქუთგანათების სერვისის" პიარის ხელმძღვანელი.

ააიპ "კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტის სახელფასო ანაზღაურება 450 ლარს შეადგენს. 

ააიპ "ილია ჭავჭავაძის საჯარო ბიბლიოთეკას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ემსახურება 440 ლარიანი ხელფასით.

ააიპ "ხელბურთის კლუბი ქუთაისი 2015"–ს ინფორმაციის სპეციალისტი ყავს  250 ლარიანი ანაზღაურებით.

 შპს–ს "ქართული ტრადიციების 2011" ყავს  საზოგადოებასთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები ყავს შპს "ქუთაისის #4 შერეული პოლიკლინიკის" და შპს–ს "პარკინგსერვისი", თუმცა მოთხოვილი ინფორმაციის მიუხედავად,  მერიამ არ მოგვაწოდა ინფორმაცია, აღნიშნული სპეციალისტის სახელფასო ანაზღაურების შესახებ. 

აღნიშნულ ინფორმაციას განმეორებით მოვითხოვთ, რადგან სრულად შევძლოთ პიარისათვის გაწეული ხარჯების წარმოდგენა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა