ქუთაისის მერიის ააიპებში ატესტაცია მიმდინარეობს
ქუთაისის მერიის ააიპებში ატესტაცია–კონკურსი გრძელდება. დღეს ატესტაციას კულტურისა და სპორტის ააიპების ადმინისტრაციების თანამშრომლები გადიან. კონკურსი 10:00 საათზე დაიწყო და 14:00 საათზე დასრულდება.
სააკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გენადი კუჭუხიძის განცხადებით, ატესტაცია სულ 31 თანამშრომელს უნდა გაევლო, თუმცა სპორტის ააიპის ერთი თანამშრომელი არ გამოცხადდა.
შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.66%
გაუარესდა - 52.71%
არ შეცვლილა - 11.63%
სულ - 129 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















