ქუთაისის მერიის მოხალისეები ამ დროისათვის 465 ოჯახს დაეხმარნენ
ქუთაისის მერიის მოხალისეები ამ დროისათვის უკვე 465 ოჯახს დაეხმარნენ - ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
ამ ინფორმაცის თანახმად, მერიის თანამშრომლებისგან შემდგარი მოხალისეთა გუნდის წევრები ეხმარებიან მარტოხელა, ხანდაზმულ ადამიანებს, ამარაგებენ მათ საკვები პროდუქტებით და მედიკამენტებით.
ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის გამო, მერიის კუთვნილი მანქანები ყოველდღე, საშუალოდ 100-მდე ადამიანს ემსახურება და ეხმარება მათ გადაადგილებაში. მათ შორის იმათაც, ვისაც გადაუდებელი საჭიროების გამო, ახლომდებარე მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სურთ გადაადგილება.
მერიის ცხელი ხაზის ოპერატორები დღეში 400-მდე ზარს პასუხობენ.
შეგახსენებთ, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელი ხაზის ნომერია: (0431) 24-26-51
ავტორი: ნიუპრესი