|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა

ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი. სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

 იმერეთში დღეს კორონავირუსით ინფიცირების 44 შემთხვევაა გამოვლენილი. 

იმერეთში მხარის რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფიცირებულია ორი მოსწავლე, ხოლო ორი სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის 578 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა