ქუთაისის მერიის საწვავის ხარჯმა 2021-2022 წლებში 473,451 ლარი შეადგინა - "ფლანგვის დეტექტორი"
                                                                                                                     
                
 ქუთაისის მერიის საწვავის ხარჯი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 2021-2022 წლებში ჯამში 473,451 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. 
   "“ფლანგვის დეტექტორმა” საწვავისა და ავტომობილების მოვლა-შენახვის ხარჯების შესახებ 9 მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია.
 ყველაზე მეტი საწვავი 2 წლის განმავლობაში ზუგდიდში, ქუთაისსა და ახალციხეში დაიხარჯა.
ზუგდიდის მერიამ 2 წლის განმავლობაში 161,227 ლიტრი საწვავი მოიხმარა და ამაში, საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
 ავტომობილების მოვლა-შენახვა ზუგდიდის მერიას, 2 წლის განმავლობაში, 189,607 ლარი დაუჯდა.
 ქუთაისის მერიის საწვავის ხარჯი, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა და 2021-2022 წლებში ჯამში 473,451 ლარი შეადგინა.
 გორის მუნიციპალიტეტს 2021 წელს 13 მანქანა ემსახურებოდა, წელს კი ავტომობილების რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.
მუნიციპალიტეტები ყოველწლიურად საშუალოდ 45 ათას ლარს ხარჯავენ მანქანების მოვლა-შენახვაზე.
 სახელმწიფო აუდიტი თავის ანგარიშებში საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ გასცემს რეკომენდაციას.
როგორ ფიქრობთ, რამდენად გამართლებულია ის, რომ მერიას რამდენიმე ავტომობილი ემსახურება და ათასობით ლარის საწვავი იხარჯება", - აცხადებს ოერგანიზაცია.  
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა
 EUR 1 =
 EUR 1 =  GEL 3.649
 GEL 3.649 USD 1 =
 USD 1 = 




 10:58
10:58.jpg) 23:12
23:12 12:36
12:36 15:31
15:31 16:05
16:05
















