ქუთაისის მერიის შენობაზე ოპოზიციამ უკრაინის დროშა გადმოფინა
ქუთაისის მერიის შენობაზე უკრაინის დროშა გადმოფინეს. "ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, ამ ფორმით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, საზოგადოება ოთხი დღეა ითხოვს მერიისგან რეაგირებას, თუმცა ხელისუფლებამ ვერ გაბედა, ამიტომ თავად საკუთარი კაპინეტიდან გადმოფინეს დროშა.
ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, დროშა მერიის აივანზე გადმოფინონ.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა