ქუთაისის მერიის შესასვლელში უცნობმა პირმა ქვებით მინები ჩაამსხვრია
ქუთაისის მერიის შესასვლელი მოქალაქემ დაარბია. დამტვრეულია მინები და დაზიანებულოა ინფრასტრუქტურა. თვითმხილველების თქმით, უცნობმა მამაკაცმა მერიას ქვები დაუშინა და მინები ჩაამტვრია.
მათი თქმით, მამაკაცი უკრაინის საკითხზე მთავრობის დამოკოდებულებას აპროტესტებდა.
შემთხვევის დროს ადგილზე მერიის მისაღებში თანამშრომლები მუშაობდნენ და მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ.
მათი თქმით, შეეშინდათ და მაგიდების ქვეშ დაიმალენ. მერიის დაცვის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა