|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ყოველწლიურად მზარდი ხარჯები - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს

ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-დან 22-მდე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც - ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ავრცელებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, 2017 წელს ქუთაისის მერიამ ა(ა)იპებისა და შპს-ების ფუნქციონირებისათვის 18,423,973.36 ლარი დახარჯა, 2018 წელს ამ ხარჯმა 19,937,101.26 ლარი შეადგინა, 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კი, ეს ხარჯი 5,831,839.22 ლარია. წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის მერიამ იურიდიულ პირებზე 23 მილიონ ლარზე მეტი უნდა დახარჯოს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს მონაცემები არასრულყოფილია, რადგან ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული 22 იურიდიული პირიდან ერთმა, „ქუთაისის ლიფტმა” გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია არ მიაწოდა. შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მოკვლეული ინფორმაცია ეხება მხოლოდ 15 იურიდიულ პირს.

2017 წლიდან დღემდე იურიდიულ პირებში დასაქმებულთა რაოდენობა 145-ით არის გაზრდილი. ამჟამად მოქმედ 15 იურიდიულ პირს სულ 3894 თანამშრომელი ყავს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გაზრდილია, როგორც ხელფასის, ასევე, პრემიის, სატრანსპორტო მომსახურების და მივლინების ხარჯები.
ორგანიზაცია მერიას არსებული პრაქტიკის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა