„ცინიკურია, რომ ქუთაისის მერია ზარალის ანაზღაურებას მთხოვს"
"ახალი პოლიტიკური ცენტ გირჩი"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილმა მერიის მიერ მეორედ დაკისრებული 6 000 ლარიანი ჯარიმა გაასაჩივრა.
ცამციშვილის თქმით, ცინიკურია მისთვის ჯარიმის მეორედ დაკისრება.
„ცინიკურია, რომ ქუთაისის მერია ზარალის ანაზღაურებას მე მთხოვს, მაშინ როცა 6 თვის განმავლობაში 10 ათასი ლიტრი საწვავი მხოლოდ ქუთაისის მერმა და მისმა ორმა მოადგილემ დახარჯა. ამასთან, სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა მე ერთხელ უკვე გადავიხადე, ახლა ზიანის ანაზღაურებას მთხოვენ", - განაცხადა ცამციშვილმა.
პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 12 ოქტომბერს 11:00 ზეა ჩანიშნული.
ავტორი: ხატია ბანძელაძე