|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ თანამდებობა დატოვა, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. 
 
"ორი წელზე ოდნავ მეტი ვარ ქუთაისის მერის მოადგილე.  მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო მერის მოადგილის თანამდებობა, რამეთუ მოვიდა დრო ახალი გამოწვევების და შესაძლებლობების.
იმედი მაქვს, რომ ჩემი ახალი საქმიანობით, განვახორციელებ პროექტებს, რომლებიც ქუთაისს, და იმერეთის რეგიონს, გლობალური ეკონომიკის რუკაზე სტრატეგიულ ადგილს დაუმკვიდრებს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს გუნდს, რომელმაც გამომიცხადა ნდობა და მომცა საშუალება ვემსახურო ჩემს ქალაქის და ჩემს სამშობლოს.
ჩემი გადადგომის მიუხედავად, სადაც არ უნდა ვიყო, მე ვრჩები ქუთაისის ერთგული.
ქუთაისი ჩემი ქალაქია", - წერს ირაკლი ქარქაშაძე. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა