ქუთაისის მერის მოთხოვნით, "ტორპედოს" გვერდიდან კახა ჩხეტიანის ვიდეოგანცხადება აიღეს
ქუთაისის მერის, იოსებ ხახალეიშვილის მოთხოვნით "ტორპედოს" ოფიციალური გვერდიდან კახა ჩხეტიანის და "ტორპედოს" ფეხბურთელების განცხადება წაშალეს, - ამის შესახებ "ნიუპრესს" ტორპედოს გულშემატკივრებმა განუცხადეს.
როგორც გაირკვა, ქალაქის მერისათვის მიუღებელი აღმოჩნდა კლუბის მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების განცხადებები, რომლებიც პრობლემაზე ღიად საუბრობენ და აცხადებენ, რომ 4 ივლისს დაგეგმილ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩში, საბურთალოს წინააღმდეგ, მონაწილეობას არ მიიღებენ და პრობლემის ამგვარი ფორმით გადაწყვეტა არჩია.
აღნიშნული ვიდეო "ტორპედოს" ფანებმა თავის გვერდზე უკვე ატვირთეს. ვიდეოში კლუბის მწვრთნელი, კახა ჩხეტიანის აცხადებს, რომ კლუბში მძიმე ვითარებაა და გამოსავალი უნდა მოიძებნოს.
"ბიჭებს უკვე ყელში აქვთ ამოსული, დიდი გუნდი თამაშზე არ მიდის, თამაშისათვის ემზადება დუბლშემადგენლობის ფეხბურთელები. ყველაზე რთული მომენტი ის არის, რომ ვერ გაიგეს, როდის მოდის ინვესტორი, მოდის, არ მოდის, ამ მოლოდინში არიან სულ. იანვრის შემდეგ 2 თვის ხელფასი აქვთ აღებული სულ, ძალიან გაუსაძლისი მდგომარეობაა მათთვისაც, ყველას ოჯახები ყავს,", - აცხადებს კახა ჩხეტიანი.
მისივე თქმით, ქუთაისის ტორპედოში რაღაც უნდა გაირკვეს, თორემ კლუბში ფიზიკურად ფეხბურთელიც აღარ დარჩება. ასევე მძიმე მდგომარეობაშია კლუბში დასაქმებული პერსონალიც.
ჩხეტიანისვე თქმით, არის მსურველი, ვისაც "ტორპედოს" შეძენა სურს, მაგრამ მას წინ ბიუროკრატიული ბარიერი ეღობება.
შეგახსენებთ, ქუთაისის "ტორპედო" ქუთაისის მერიის ბალანსზეა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა