|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი მრჩეველთა საბჭოს სხდომებს არ ესწრება

"მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმისათვის არსებობს, რომ აქ განიხილებოდეს ის საკითხები ცოცხალ რეჟიმში და მერის ჩართულობით"- აცხადებს   ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭოს მდივანი ნუგზარ კოხრეიძე. მისი თქმით,  მერი მრჩეველთა საბჭოს სხდომებს აღარ ესწრება.

"მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომა იმისათვის არსებობს, რომ აქ განიხილებოდეს ის საკითხები ცოცხალ რეჟიმში და მერის ჩართულობით.  ჩვენ ვართ უშუალოდ მერთან არსებული მრჩეველთა საბჭო და არა მოადგილეებთან და სამსახურის უფროსებთან, ისინიც ითვლებიან საბჭოს წევრებთად.  საბჭოს 6 სხდომიდან ბოლო 3  შეხვედრას არ დასწრებია ქუთაისის მერი, ასევე ორჯერ ჩატარდა სხდომა, სადაც გადაწყვეტილების მიმღები პირები ვერ დაესწრნენ შეხვედრას.  საბჭოს მიმართ ინტერესი, შეიძლება ითქვას, შენელებულია. აუცილებელია, ყველამ იცოდეს, რომ კანონით გათვალისწინებული ეს ინსტიტუცია უნდა მუშაობდეს, ეს არის ჩართულობის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და არა ერთხელ აჩვენა ის, რომ მას შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი შეცდომების პრევენცია", -განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ მედიასთან საუბარში.  

 შეგახსენებთ, ქუთაისის მერის მრჩეველთა საბჭო სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მასში ქალაქში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ბიზნეს სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. 

 

ქუთაისის მერია მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციას არ გაითვალისწინებს

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა