|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერის სტიპენდია ათმა სტუდენტმა მოიპოვა

ქუთაისის მერის სტიპენდია ათმა სტუდენტმა მოიპოვა - ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. 
მათივე ცნობით, პროექტს „მერის სტიპენდიატები”  ქუთაისის მერია 2022 წლიდან ახორციელებს.
„სტიპენდიას მიიღებენ ქუთაისში რეგისტრირებული, ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებული სტუდენტები, როგორც საბაკალავრო, ასევე, სამაგისტრო საფეხურზე.
სტიპენდია სემესტრულია და წლის მანძილზე ორ ეტაპად გაიცემა.
ამ ეტაპზე სტიპენდია ათმა სტუდენტმა მოიპოვა.
ქალაქის მერმა სტიპენდიატებს სიგელები გადასცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები თავიანთ ცოდნასა და შესაძლებლობებს ქუთაისის განვითარებისთვის გამოიყენებენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა