|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერი ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით 20 წლამდე ვაჟთა შორის მსოფლიო თასის გათამაშება მიმდინარეობს. ტურნირი 2 დღის წინ დაიწყო და 13 ნოემბერს დასრულდება.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შოთა მურღულიამ დღეს, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, ევროპის ხელბურთი ფედერაციის წევრს და ტურნირში მონაწილე დიდი ბრიტანეთის, მოლდავეთის და სომხეთის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სტუმრებმა მერთან მიღწევებზე და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. ქუთაისი ასევე 2017 წლის ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია.

საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ასევე, ტრენინგს უტარებს ადგილობრივ სტაფს, რომელიც 2017 წელს მსოფლიო ჩემპიონატს მოემსახურება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა